მთავარიბიზნესიევროკომისია გამოძიებას იწყებს ჩინური ონლაინმაღაზიის, Temu-ს წინააღმდეგ

ევროკომისია გამოძიებას იწყებს ჩინური ონლაინმაღაზიის, Temu-ს წინააღმდეგ

ჩინური ონლაინმაღაზიის თემუს წინააღმდეგ ევროკომისია იწყებს გამოძიებას,  ყიდის თუ არა „თემუ“ უკანონო პროდუქციას.

ბლოკმა გამოძიება მას შემდეგ  დაიწყო, რაც ევროკავშირმა „თემუ“ იმ უდიდეს ონლაინპლატფორმების“ სიაში შეიყვანა, რომლებსაც ბლოკის ციფრული სერვისების აქტის მიხედვით უმკაცრესი კონტროლი სჭირდება.

აქტის მიზანია, ონლაინპლატფორმების მომხმარებლები პოტენციური საფრთხეებისგან დააზღვიოს, ხოლო დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს ჯარიმებსაც გულისმობს.

„ჩვენ ვეჭვობთ, რომ ონლაინმაღაზია „თემუ“ არღვევს ციფრული სერვისების აქტს. სწორედ ამიტომ კომისიამ გადაწყვიტა, დაიწყოს ფორმალური გამოძიება „თემუს“ წინააღმდეგ. თუ დამტკიცდა, რომ მაღაზია არალეგალურ პროდუქტს ყიდის, ან  საიტის დიზაინი მომხმარებელს დამოკიდებულს ხდის მასზე, ასევე მის მონაცემებზე სხვადასხვა მხარეს აქვს წვდომა, მაშინ კომისიას შეუძლია დაუწესოს ჯარიმა, რომელიც შეადგენს „თემუს“ გლობალური წლიური ბრუნვის 6%-ს. კომისია სიღრმისეულ გამოძიებას ჩაატარებს. პროცესში ჩვენ „თემუს“ თანამშრომლებსაც მოვიწვევთ,“ – ევროკომისიის სპიკერი, ტომას რენიე.

„თემუ“ დასავლურ ბაზრებზე ორი წლის წინ შევიდა და პოპულარობა მალევე მოიპოვა იაფი პროდუქციის შეთავაზებით, ტანსაცმლიდან დაწყებული სახლის პროდუქტებამდე დასრულებული.

„თემუს“, რომელიც პოპულარულ ჩინურ ელექტრონულ კომერციულ კორპორაციას Pinduoduo-ს ეკუთვნის, ევროკავშირში 92 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

„თემუს“ ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ კომპანია ციფრული სერვისების აქტის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს და სისტემის გასაძლიერებლად და პლატფორმაზე მომხმარებლების ინტერესების დასაცავად მუდმივად დებს ინვესტიციებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend