კატეგორიები

ვახტანგ სალია „ნიუკასლ იუნაიტედში” ითამაშებს

ვახტანგ სალია „ნიუკასლ იუნაიტედში” ითამაშებს

ვახტანგ სალია „ნიუკასლ იუნაიტედში” ითამაშებს. „დინამო თბილისის” 17 წლის ქართველი ფეხბურთელი ინგლისურ გუნდს 2025 წლის აგვისტოში შეუერთდება.

ვახტანგ სალია „დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილია, ახალგაზრდა თავდამსხმელი თბილისურ კლუბს 2017 წელს შეუერთდა. მან აკადემიის თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა, 2023 წელს 16 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა მთავარ გუნდში, სადაც 31 მატჩი გამართა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ნიუკასლ იუნაიტედში” გადასვლამდე ვახტანგ სალია „დინამო თბილისში” დარჩება და დასახული მიზნებისთვის ბრძოლას თბილისურ კლუბთან ერთად გააგრძელებს.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები