ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ დაზვერვის სამსახურმა თავდასხმა მიიტანა ლიბანში მიწისქვეშა გვირაბზე, სადაც “ჰეზბოლას ტერორისტული ჯგუფის ფინანსური ცენტრია” ათი ცნობით, ასეთ გვირაბებში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ნაღდი ფული და ოქროა.
”ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე წუხელ იყო მიწისქვეშა გვირაბი, რომელშიც ათობით მილიონი დოლარი იყო ნაღდი ფულისა და ოქროს სახით. ფული გამოიყენებოდა ჰეზბოლას თავდასხმების დასაფინანსებლად ისრაელზე“, – განაცხადა თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.
Hezbollah’s finances are like a game of Monopoly. Watch until the end to see who their banker is: pic.twitter.com/ujvY15UvLI
— Israel Defense Forces (@IDF) October 21, 2024
ამის შემდეგ ჰაგარიმ ისაუბრა კიდევ ერთ ბუნკერზე, რომელიც ასევე სავარაუდოდ სავსეა ნაღდი ფულითა და ოქროთი. მისი თქმით, ეს საცავი დედაქალაქ ბეირუთის საავადმყოფოს ქვეშაა, თუმცა მისივე განცხადებით, ეს გვირაბი ჯერ არ გამხდარა თავდაცვის ძალების სამიზნე.
”ჩვენი შეფასებით, ამ ბუნკერში მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის კუპიურები და ოქრო ინახება,” – თქვა ჰაგარიმ. „ეს ფული შეიძლება და გამოყენებული იყოს ლიბანის სახელმწიფოს აღსადგენად”.