კატეგორიები

ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი ილირ მეტა კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი ილირ მეტა კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი ილირ მეტა კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
მშვიდობის პარტიის დამფუძნებელი ქვეყნის დედაქალაქში, ტირანაში დააპატიმრეს. მას ფულის გათეთრება, კორუფცია და შემოსავლების დამალვა ედება ბრალად. იმავე დანაშაულებში ეჭვმიტანილია მეტას ყოფილი ცოლი, პარლამენტარი და  პარტია “თავისუფლების” ლიდერი მონიკა კრიმადი, რომელიც ასევე დაიბარეს სამართალდამცველებმა.

ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის განადგურებას ცდილობს. 55 წლის ილირ მეტა ალბანეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2017-2022 წლებში იკავებდა, იქამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
Related news
ტირანის ცენტრში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა ალბანეთის ოპოზიცია და მოქალაქეთა ნაწილი მთავრობის გადადგომას მოითხოვს
სხვა ამბები