მთავარიაზიალიბანიისრაელი სამხრეთ ლიბანში მიწისქვეშა გვირაბების ქსელს შლის

ისრაელი სამხრეთ ლიბანში მიწისქვეშა გვირაბების ქსელს შლის

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ შლის სამხრეთ ლიბანში აღმოჩენილი გვირაბების ქსელს, რომელსაც სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იყენებდა.

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკვე განადგურებულია 50-ზე მეტი გვირაბი და სხვა „ტერორისტული ინფრასტრუქტურა“, ნაპოვნია იარაღის საწყობიც.

„ჰეზბოლას” გვირაბი ისრაელელმა ჯარისკაცებმა სახმელეთო ოპერაციის დროს აღმოაჩინეს, სამხრეთი ლიბანი Sam McNeil/Copyright 2024 The AP

ამ ყველაფრის პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩანს დასავლეთ სანაპიროს მიწისქვეშა გვირაბში მყოფი „ჰამასის” ყოფილი ხელმძღვანელი იაჰია სინვარი, 7 ოქტომბრის თავდასხმის წინა დღეს. იგი ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში 16 ოქტომბერს მოკლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend