კატეგორიები

„მიდის სანახავად” – გიგა გვენცაძის წიგნი

„მიდის სანახავად” – გიგა გვენცაძის წიგნი

სპორტის კომენტატორის, გიგა გვენცაძის, წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის სახელწოდებად ავტორმა თავისივე ცნობილი ფრაზა „მიდის სანახავად“ შეარჩია. ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, საქართველოს მატჩების დროს ნათქვამი ეს ფრაზა ქართველმა გულშემატკივარმა მარტივად აიტაცა და ყველა სოციალური ქსელი მოიცვა.

სწორედ საქართველოს სასარგებლოდ პენალტის დანიშვნამდე, როდესაც მსაჯი ეპიზოდის გადასამოწმებლად სპეციალურ ეკრანთან მიდიოდა, მის მიერ წარმოთქმული სიტყვები, „მიდის სანახავად“, გახდა კომენტატორისთვის სათაურის შერჩევისას შთაგონების მთავარი წყარო.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართული სპორტის ვეტერანები, ფეხბურთის ფედერაციისა და მედიის წარმომადგენლები.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია კრისტიანო რონალდოს ბოლო მატჩი მუნდიალზე
სხვა ამბები