მთავარიევროპაშვედეთიშვედეთი დანაშაულის ჩადენის სტატისტიკის მხრივ ევროპაში მოწინავე პოზიციაზეა

შვედეთი დანაშაულის ჩადენის სტატისტიკის მხრივ ევროპაში მოწინავე პოზიციაზეა

შვედეთი დანაშაულის ჩადენის მხრივ ევროპაში მოწინავე პოზიციაზეა. ხშირია მკვლელობებიც. სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების წევრები ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებიან.

ევრონიუსის ჟურნალისტი ესაუბრა ახალგაზრდას, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა. იგი თავიდან ნარკომოვაჭრე იყო,  ახლა კი სხვადასხვა დანაშაულს სჩადის, რომლებსაც ტექსტური შეტყობინების სახით იღებს.

,,მალმოში კარის აფეთქება 3000 ევრო ღირს, ვინმეს მოკვლა – 80 000 ევრო, სტოკჰოლმში კი – 50 000 (ევრო). მალმოში ეს უფრო ძვირია, რადგან არსებობს შურისძიების რისკი. მე არასდროს მომიკლავს ვინმე, მაგრამ ბევრ ადამიანს ვაწყენინე.

ბავშვებს იზიდავენ იმის გამო, რომ ისინი ჯერ კიდევ ვერ არკვევენ რა არის სწორი და რა – არასწორი ამ ასაკში. ადვილია მათი მანიპულირება ფულით, მაგალითად, თავდაპირველად მათთვის ტანსაცმელს ყიდულობენ. შემდეგ კრიმინალური დაჯგუფებები არასრულწლოვანებს უმეგობრდებიან და ასე რთავენ დანაშაულში“- ამბობს ევრონიუსთან ერთ-ერთი არასრულწლოვანი.

შვედეთში მკვლელობაში ეჭვმიტანილ არასრულწლოვანთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.

კრიმინალები ძირითადად არასრულწლოვანები არიან, რადგან  მათ, როგორც არასრულწლოვანებს, ისე გაასამართლებენ.  ზრდასრულებს კი შეკვეთით მკვლელობისთვის შესაძლოა, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.

ბანდების ძალადობის გახშირება გამოწვეულია იმ იარაღითა და ნარკოტიკებით, რომლებითაც სავსეა შვედეთის მთავარი პორტები.

2013 წლიდან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში იარაღის გამოყენებით მკვლელობის შემთხვევების  რაოდენობა გაორმაგდა.

ძალადობა ძირითადად დიდ ქალაქებში ხდება, თუმცა ეს ტენდენცია  უკვე პატარა ქალაქებშიც იგრძნობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend