მთავარიევროპაავსტრიაავსტრიაში გამარჯვებულ ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობაზე სხვა პარტიები უარს ამბობენ

ავსტრიაში გამარჯვებულ ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობაზე სხვა პარტიები უარს ამბობენ

ავსტრიის პრეზიდენტი გამოსავალს ეძებს მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე პარტიასთან ერთად მუშაობაზე სხვა პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ. ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“  გასულ კვირას ავსტრიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ხმების 28,8% მიიღო. სხვა პოლიტიკური პარტიები კი ულტრამემარჯვენეებთან  ერთად ქვეყნის მმართველობაზე უარს ამბობენ, შესაბამისად, ახალი მთავრობის ფორმირება პრობლემური ხდება.

ჰერბერტ კიკლი, ავსტრიის ულტრამემარჯვენე პარტია „თავისუფლების” ლიდერი Copyright AP Photo/ANdreea Alexandru

„უჩვეულო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. გვყავს არჩევნებში გამარჯვებული პარტია და როგორც ჩანს, არცერთ სხვა პარტიას მასთან ერთად ქვეყნის მართვა არ სურს. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა მკაფიო განცხადებები. მე სამი ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერებს შევხვდი და ვთხოვე, დაეწყოთ მოლაპარაკებები ერთმანეთთან, რათა გაარკვიონ, იქნება თუ არა შესაძლებელი ურთიერთთანამშრომლობა და თუ შესაძლებელი იქნება, მაშინ როგორ ხედავენ მას“, – განაცხადა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა, ავსტრიის პრეზიდენტმა.

იმ შემთხვევაში თუ ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ჰერბერტ კიკლი მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს, ალტერნატივად რჩება კოალიციის შექმნა, რომელსაც, სავარაუდოდ, ჩამოაყალიბებენ ის პარტიები, რომელთაც ულტრამემარჯვენე პარტიასთან თანამშრომლობა არ სურთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend