მთავარიტექნოლოგიაკოსმოსური მისია “ჰერა” - “დედამიწაზე სიცოცხლის გადასარჩენად”

კოსმოსური მისია “ჰერა” – “დედამიწაზე სიცოცხლის გადასარჩენად”

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ მისია „ჰერას“ ფარგლებში ხომალდი გაუშვა კოსმოსში, რათა გამოეკვლიათ, რამდენადააა შესაძლებელი ასტეროიდის შეჯახების თავიდან აცილება. კოსმოსური ხომალდი შეისწავლის ასტეროიდ „დიმორფოსს“,  რომელსაც ნასა ორი წლის წინ განზრახ დაეჯახა.

„მისია „ჰერას“ მეშვეობით, თავდაცვის ერთგვარ სისტემას ვქნით. ჩვენი მიზანია, დედამიწაზე  სიცოცხლე დაზღვეული იყოს. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, რომ ასტეროიდის შეჯახების აცილება შესაძლებელია. ასევე ვამოწმებთ საჭირო ტექნიკას, რომ შემდგომ ის სხვა ასტეროიდებისთვისაც გამოვიყენოთ,” – ამბობს პროექტ „ჰერას“ მენეჯერი, იან კარნელი.

მასშტაბური ოთხწლიანი პროექტი ევროპის 18 ქვეყანასა და 70 კომპანიას აერთიანებს.

„ეს არის პირველი პლანეტარული თავდაცვის მისია. მსგავს მისიებს შორის „ჰერა“ ყველაზე სწრაფია ევროპაში. ეს იმის მანიშნებელია, რომ  რაღაცების გაკეთება სწრაფი ტემპითაც არის შესაძლებელი. ეს კი განსაკუთრებით აუცილებელი მაშინ იქნება, თუ ოდესმე ასტეროიდის შეჯახების საფრთხე დაგვემუქრება,“ – ამბობს ევროპული კოსმოსური სააგენტოს მეცნიერი, მაიკლ კუპერსი.

ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლის შესაძლებლობის შესწავლის გარდა, მისია ასევე ითვალისწინებს ინფორმაციის შეგროვებას იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება ასტეროიდები, როგორიცაა, მაგალითად, „დიმორფოსი“.

„ჩვენი მიზანია, გადავჭრათ პრობლემა. ესაა ბუნებრივი საფრთხე, რომლის  არა მხოლოდ აღმოჩენა, არამედ თავიდან აცილებაც შეგვიძლია. მიმაჩნია, რომ კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს. ამის საშიშროება ჯერ არ არის, თუმცა მომავალში თუ ეს საფრთხე გაჩნდება, შეიძლება გლობალურად დამაზარებელი იყოს,” – ამბობს პროექტ „ჰერას“ მენეჯერი, იან კარნელი.

სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვის შემდეგ „ჰერა“ ახლა 195-მილიონ კილომეტრიან მოგზაურობას დაიწყებს მისიით, რომელმაც ერთ დღეს შეიძლება დედამიწა განადგურებისგან იხსნას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend