მთავარიევროპასაბერძნეთიმესამე დღეა, კორინთიის რეგიონში ტყის ხანძარი მძვინვარებს

მესამე დღეა, კორინთიის რეგიონში ტყის ხანძარი მძვინვარებს

სამხრეთ საბერძნეთში მძვინვარე მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად ორი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა ორი მეხანძრე. 

ხანძარი კვირას დილით გაჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ვითარებას ვერ აკონტროლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქსილოკასტრონში ხანძრის დიდი კერა ლოკალიზებულია, ამ მიდამოებში მცირე კერები ჯერ კიდევ მაინც არის.

კორინთიაში მესამე დღეა, ხანძარია. ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებულია 400-ზე მეტი მეხანძრე, 14 ვერტმფრენი და 8 სახანძრო თვითმფრინავი, დახმარება ასევე გამოიგზავნა ევროკავშირიდან, კერძოდ, იტალიიდან და ხორვატიიდან,  თუმცა ხანძრის ძალიან ბევრი კერაა და მოსახლეობა რთულ მდგომარეობაშია.

სამშაბათს სოფელ სოფიანაში  ევაკუაციის ბრძანება გაიცა.  თუმცა მცხოვრებთა უმეტესობა ადგილზე დარჩა და უარი განაცხადა წასვლაზე. ზოგიერთისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ერთ-ერთი ადგილობრივი ანტონის კაკავიცოსი ამბობს, რომ 2000 წელს დიდი კატასტროფა იყო, მაშინ ხანძარი კორინთიის რეგიონის ნახევარს მოედო და მსგავსი ვითარება იყო, როგორც ახლაა.

სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან მოხალისეები. ყველა ასაკის ადამიანი ცდილობს დაეხმაროს მთავრობას.

ქსილოკასტრონის მცხოვრებლები მეხანძრეებსა და მოხალისეებს  საკვებითა და  წყლით ამარაგებენ.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხანძარია, რომელიც 32 კილომეტრზეა გავრცელებული. გასული სამი დღის განმავლობაში ხელისუფლებამ 6 სოფლის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend