მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგალიაში მიგრაციის საწინააღმდეგო საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

პორტუგალიაში მიგრაციის საწინააღმდეგო საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს და იმ მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს, რომლებიც კრიმინალურ საქმიანობაში არიან ჩართული.

პორტუგალიაში, ულტრამემარჯვენე  პარტიის CHEGA-ს ორგანიზებით, ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და მიგრაციასთან დაკავშირებული უკონტროლო სიტუაცია გააპროტესტა. დემონსტრანტებმა დედაქალაქ ლისაბონის ქუჩებში დროშებითა და პლაკატებით მსვლელობა გამართეს და ქვეყნიდან დანაშაულის ჩამდენი მიგრანტების გაძევება მოითხოვეს.

„ჩვენ ქვეყანაში კანონიერი გზით მოვხვდით, ასეც უნდა ხდებოდეს განვითარებულ ქვეყანაში“, – განაცხადა სესილია გიმარაინშმა, რომელიც პორტუგალიაში კანადიდან ჩავიდა. იგი იმ დაუცველობის შესახებ საუბრობს, რომელიც შესაძლოა, ქვეყანაში ახალი მიგრანტების ჩასვლით იყოს განპირობებული.

CHEGA პარტიის ლიდერი ანდრე ვენტურა პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ,  ვისაც პორტუგალიაში სამუშაოდ ჩამოსვლა და ქვეყნისთვის წვლილის შეტანა სურს.

„იმიგრაციას მხოლოდ სოციალური კეთილდღეობის თვალსაზრისით არ უნდა შევხედოთ, ჩვენთვის მთავარია ის, რაც ქუჩაში ხდება. მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგალითად, ამ ადამიანების დაბინავების საკითხი“, – განაცხადა ვენტურამ.

მან შაბათს საცხოვრებელზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები იგულისხმა. თუკი უცხოელების 15 პროცენტს პორტუგალიაში შემოვუშვებთ, მაშინ  ყველასათვის არ იქნება საკმარისი ადგილი.

აზრი არ აქვს  თავის მოტყუებას. პორტუგალიის სიდიდით მესამე პოლიტიკური ძალის, CHEGA-ს, ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ პორტუგალია და ევროპის სხვა ქვეყნები ვერ აკონტროლებენ საზღვრის კვეთის შემთხვევებს.

შესაბამისად,  არაკანონიერად ჩასული ადამიანების გამო ქვეყანაში დაუცველობის განცდა ჩნდება. რუი აფონსოს თქმით, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა არაა მზადაა იმისთვის, რომ სათანადოდ მიიღონ ემიგრანტები, რომლებიც რიგ შემთხვევებში იძულებულები ხდებიან, ქუჩაში იცხოვრონ და კრიმინალურ საქმიანობაში ჩაერთონ.

დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც დემონსტრანტები მუშათა კლასის იმ უბნებს მიუახლოვდნენ, რომლებიც ძირითადად ემიგრანტებით არის დასახლებული. აქციის ზოგიერთი მონაწილე იმიგრაციის მომხრე აქტივისტებსაც დაუპირისპირდა.

მათ გზად კედლებსა და ავტობუსის გაჩერებებზე გააკეთეს წარწერები: „პორტუგალია ემიგრანტების გარეშე!“ ინტეგრაციის, მიგრაციისა და თავშესაფრის უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემებით, პორტუგალიაში მცხოვრები უცხოელთა მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 33 პროცენტით, თითქმის ერთ მილიონ ადამიანამდე გაიზარდა, რაც მოსახლეობის მეათედს წარმოადგენს.

მემარჯვენე-ცენტრისტულმა მმართველმა კოალიციამ მიგრაციის პოლიტიკა ივნისში გაამკაცრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ზომა, რომელიც თუნდაც არალეგალურად ჩამოსულ ემიგრანტებს ბინადრობის ნებართვას აძლევდა იმ შემთხვევაში,  თუ ისინი  დაამტკიცებდნენ, რომ სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ქვეყანაში.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend