კატეგორიები

ირანში შეიწყალეს ავტორი სიმღერისა „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”

ირანში შეიწყალეს ავტორი სიმღერისა „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”

ირანში შეიწყალეს შერვინ ჰაჯიპური, ავტორი სიმღერისა ბაროიე, რომელიც მასჰა ამინის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში ერთგვარ თავისუფლების ჰიმნად იქცა.

მუსიკოსი შერვინ ჰაჯიპური, რომელსაც ამერიკის პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა 2023 წელს გრემი გადასცა, წერს, რომ თავისუფალია. მას მისჯილი ჰქონდა სამი წელი და რვა თვე სიმღერის გამო.

თავად სიმღერა ბაროიე, ანუ “რამეთუ”, არის ერთგვარი პასუხი ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებაზე და აღწერს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც ირანელები ქუჩაში გამოვიდნენ. ამ მიზეზებს შორისაა ქუჩაში ცეკვის, სიცილის, კოცნის აკრძალვა…

სიმღერა მთავრდება სიტყვებით, რომლებიც ასევე ირანული წინააღმდეგობის სლოგანად იქცა: ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება.

დაკავშირებული ამბები
თეირანი მოჯთაბა ხამენეის განცხადებას ავრცელებს, დასავლური მედია კი მის უგონო მდგომარეობის შესახებ წერს ისრაელის თავდასხმას თეირანზე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები