მთავარიევროპაუკრაინანიდერლანდები უკრაინას დახმარების სახით 210 მილიონ ევროს გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას დახმარების სახით 210 მილიონ ევროს გადასცემს

უკრაინისა და რუსეთის სკოლებში ახალი სასწავლო წელი საბრძოლო მოქმედების ფონზე დაიწყო. უკრაინაში, ზაპოროჟიის რეგიონში, მოსწავლეები გაკვეთილებს მიწისქვეშა სკოლებში ესწრებიან, სადაც ადგილზე იყვნენ ჩასულები პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდების პრემიერი დიკ სხოფი, რომელმაც უკრაინისათვის დამატებით 210 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. სასწავლო პროცესი განახლდა ასევე რუსეთის სკოლებშიც, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონის სკოლებში კი მიწისქვეშა თავშესაფრები მოეწყო.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინისადმი პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ პირობა დადო. ეს არის მისი პირველი ვიზიტი უკრაინაში, მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დაიკავა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოფმა ნიდერლანდების მთავრობის სახელით განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 210 მილიონი ევროს გადასცემენ ენერგოინფრასტრუქტურისთვის, როგორც მის აღსადგენად, ისე ახლის ასაშენებლად.

ზელენსკისთან ერთად სხოფმა ზაპოროჟიაში მოინახულა მიწისქვეშა სკოლა, სადაც გაკვეთილები თავშესაფარში ტარდება.

ამავდროულად კი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიზილში სწავლის პირველ დღეს მოსწავლეებს შეხვდა.

მისი განცხადებით, იგი ღელავს ბავშვების ბედზე კურსკში, ბელგოროდსა და ბრიანსკის რეგიონებში, სადაც საბრძოლო მოქმედებების გამო მოსწავლეები იძულებული არიან ონლაინრეჟიმში გააგრძელონ სწავლა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, მთელი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამ რეგიონებში უზრუნველყონ ნორმალური ცხოვრება.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში აცხადებენ, რომ უკრაინელთა მიმდინარე შეტევის შედეგად კურსკის რეგიონის სკოლებში თავშესაფრები მოეწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend