კატეგორიები

დარასელიას თასი

დარასელიას თასი
23-28 აგვისტოს, „სპორტს ორიენტის“ ორგანიზებით, თბილისი ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.

16-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი 2016 წლიდან იმართება და მიმდინარე წელს მისი მე-6 გათამაშება ტარდება.

დარასელიას თასის გათამაშებაში  6 გუნდი მონაწილეობს – დინამო თბილისი, თბილისის ლოკომოტივი, იუვენტუსი, უოტფორდი, ვალენსია და გალათასარაი. მიმდინარე წელს, არსებობის განმავლობაში პირველად, ტურნირი ბუნებრივ საფარიან მოედნებზე იმართება.

დარასელიას თასი 2024-ის მატჩებს ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი და საგურამოში ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზა მასპინძლობს. ტურნირის ფინალური შეხვედრა კი, დინამო არენაზე ჩატარდება. სიახლეა ისიც, რომ ტურნირს ორი ელჩი ეყოლება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები თემურ ქეცბაია და ვლადიმერ გუცაევი.

დაკავშირებული ამბები
„დადგა დრო, დავთმო 7-ნომრიანი მაისური“ - კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
სხვა ამბები