მთავარიევროპაიტალიასიცილიაში ჩაძირული იახტის მგზავრებიდან მაშველებმა 5-ის ცხედარი იპოვეს

სიცილიაში ჩაძირული იახტის მგზავრებიდან მაშველებმა 5-ის ცხედარი იპოვეს

სიცილიაში, პალერმოსთან ახლოს, ძვირადღირებული იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ 6 მგზავრიდან მყვინთავებმა 5-ის პოვნა უკვე შეძლეს.

სამაშველო სამსახურები კვლავ ეძებენ 1 ცხედარს. იახტა ზღვაში 19 აგვისტოს, ქარბორბალას ამოვარდნის შედეგად გაუჩინარდა.

იახტაზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც მაშველებმა 15-ის გადარჩენა შეძლეს. იახტის 8 მგზავრი დაშავდა, ისინი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ შორის ერთი წლის ბავშვი.

იტალიის სანაპირო დაცვის ცნობით, ცხედრები ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არიან. თუმცა ცნობილია, რომ 6 დაკარგულს შორის ბრიტანელი ბიზნესმენი, მაიკ ლინჩი და მისი 18 წლის შვილი, ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს თავმჯდომარე, ჯონათან ბლუმერი და მისი მეუღლე იყვნენ.

დაკარგულთა შორის ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის მოქალაქეები არიან.

იახტა სიცილიის საპორტო ქალაქ მილაცოდან 14 აგვისტოს გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, 56 მეტრის სიგრძის, დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი იახტა უბედური შემთხვევის შედეგად ჩაიძირა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend