კატეგორიები

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის შეტაკებები გრძელდება

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის შეტაკებები გრძელდება
ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის ფონზე, ისრაელსა და ჰეზბოლას სამხედრო დაჯგუფებას  შორის 10 თვეზე მეტია თითქმის ყოველდღიური შეტაკებები ხდება.

ოთხშაბათს, ისრაელის სამხედროებმა გაავრცელეს კადრები, რომლებშიც ასახულია ისრაელის საჰაერო თავდასხმები ჰეზბოლას სამხედრო იარაღის საწყობებზე ლიბანში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღამით დაარტყეს „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობებს ლიბანის ბექაას პროვინციაში. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19 დაიჭრა.

პარალელურად „ჰეზბოლამ“ 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვა გოლანის მაღლობების მიმართულებით. თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

ერთი სახლი მთლიანად დაიწვა ხანძარში, თქვა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო მისული.

„დღეს დილის საათებში სირენების ხმა გაისმა კაცრინის დასახლებაში, რამდენიმე სახლს პირდაპირი დაზიანებები აღმოვაჩინეთ. საბედნიეროდ დიდი მსხვერპლი არ ყოფილა. 30 წლის მამაკაცია დაშავებული, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე ადამიანს შფოთვის გამო ადგილზე მკურნალობდნენ“, – ორენ ავიტანი Magen David Adom-ის რეგიონული დირექტორი.

დაკავშირებული ამბები
54%-იანი ინფლაცია - ირანის ეკონომიკა დაღმასვლას განაგრძობს გამოძიების მიხედვით, 2024 წელს ჩაძირულ რუსულ გემს ფხენიანისთვის ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
სხვა ამბები