მთავარიაზიატაილანდი37 წლის პაეტონგტარნ შინავატრა ტაილანდის ახლი პრემიერ-მინისტრია

37 წლის პაეტონგტარნ შინავატრა ტაილანდის ახლი პრემიერ-მინისტრია

37 წლის პაეტონგტარნ შინავატრა ტაილანდის ახლი პრემიერ-მინისტრია. ტაილანდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერს, რომელსაც მხარი 491-დან 319 დეპუტატმა დაუჭირა, 18 აგვისტოს მხარდაჭერა გამოუცხადა სამეფო ოჯახმაც.

პაეტონგტარნი ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტაქსინ შინავატრას ქალიშვილია და მთავრობის მეთაურის პოსტზე სრეტა ტავისინს ჩაანაცვლებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ როლის მორგებას არ ვგეგმავდი, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მოვალეობის შესრულებისთვის მზად ვარ. პრემიერ-მინისტრობა დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი ფოკუსი ქვეყნის წინაშე არსებული აქტუალური საკითხების მოგვარებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესება… მინდა, მადლობა გადავუხადო ტაილანდელ ხალხს, განურჩევლად იმისა, თუ ვის მისცეს ხმა. მე გპირდებით, რომ ყველას თანაბრად და მთელი გულით გემსახურებით. ერთად ნებისმიერი გამოწვევა შესაძლებლობა უნდა ვაქციოთ – ვაქციოთ ტაილანდი ადგილად, სადაც მომავალზე ოცნება და მისი შექმნა ყველას შეუძლია“, – განაცხადა პაეტონგტარნ შინავატრამ.

პაეტონგტარნ შინავატრა ტაილანდის ახლი პრემიერ-მინისტრი – ფოტო AP

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრემიერის, სრეტა ტავისინის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება 14 აგვისტოს მიიღო. ტავისინი დამნაშავედ ეთიკის კოდექსის დარღვევაში ცნეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ტავისინმა 2024 წლის აპრილში მინისტრთა კაბინეტში წარსულში ნასამართლევი ადვოკატის დანიშვნით კონსტიტუცია დაარღვია. პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის გადაყენებას მხარი ცხრა მოსამართლიდან ხუთმა დაუჭირა.

ამ გადაწყვეტილებას წინ პროგრესული მოძრაობა“წინსვლის პარტიის“ დაშლა უძღოდა. იმ პარტიის ლიდერებს, რომელიც ქვეყანაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა და რომელმაც გასულ წელს არჩევნებზე ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური საქმიანობა 10 წლით აუკრძალა.

ტაილანდის ახალი პრემიერი მამისა და მამიდის შემდეგ მესამე შინავატრაა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend