მთავარიაფრიკანიგერი„უსაფრთხოების ვაკუუმი“ ნიგერში

„უსაფრთხოების ვაკუუმი“ ნიგერში

სამხედრო გადატრიალების გზით ნიგერის ხელისუფლებაში მოსული მთავრობის გადაწყვეტილებით, დასავლეთის სახელმწიფოები მათი მოკავშირეები აღარ იქნებიან. შესაბამისად, გაუქმდება ამერიკული და გერმანული სამხედრო ბაზებიც და იქ არსებული ინფრასტრუქტურა ნიგერის სამხედროების ხელში გადავა. აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის სამხედროები ამ ქვეყანაში ყოფნით საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე საჰელის ტერიტორიაზე განთავსებულ „ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულ ჯგუფებს ებრძოდნენ. ამის გარდა რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფდნენ.

ორგანიზაცია „სტრატეგიული სტაბილიზაციის მრჩევლების“ დირექტორი ანელის ბერნარდი აცხადებს, რომ დასავლეთ აფრიკის ამ რეგიონში უსაფრთხოების ვაკუუმი შეიქმნება.

„ნიგერის სამხედრო ხუნტა ახლა სტრატეგიულად იქცევა, ოღონდ ნეგატიური შედეგით. ისინი პარტნიორებს ცვლიან და დასავლეთის ნაცვლად არჩევანს, სავარაუდოდ, ავტოკრატიული რეჟიმების ქვეყნებისკენ, მაგალითად, რუსეთისკენ აკეთებენ. ფიქრობენ, რომ მათ რეჟიმს რუსეთი უფრო დაიცავს. აქ უამრავი მონოპოლიაა, მათ შორის ძალაუფლების. თუმცა, მათი მხრიდან უმადურობაა დასავლეთის ქვეყნების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. ამერიკელმა სამხედროებმა მოამზადეს მათი მებრძოლები. გაწვრთნეს, შეაიარაღეს და სხვა დახმარება გაუწიეს. ეს უამრავ პრობლემას შექმნის არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ჰუმანიტარულსაც. ის ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობას ეხმარებოდნენ, ახლა უსაფრთხოდ ვეღარ გადაიტანენ ჰუმანიტარულ ტვირთს. ადამიანები, რომლებიც ნიგერის პერიფერიებში იმყოფებიან, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ამ ხუნტამ რეჟიმის შენარჩუნებისთვის, ძალიან ცუდი გზა აირჩია“, – განაცხადა ანელის ბერნარდიმ, ორგანიზაციის „სტრატეგიული სტაბილიზაციის მრჩევლები“ დირექტორმა.

შეერთებულმა შტატებმა ნიგერში განთავსებული დრონების ავიაბაზა ნომრით 101 გასულ თვეში დატოვა. ახლა ქვეითი დანაყოფებიც დატოვებენ ამ ქვეყანას. 2023 წელს ნიგერში მომხდარ სამხედრო გატრიალებამდე აფრიკის კონტინენტის ამ რეგიონში სხვა სირთულეებიც იყო, 2020 წელს მალიში მთავრობის ჩამოგდება, ხოლო 2022 წელს აჯანყების გზით სამხედრო გადატრიალება ბურკინა-ფასოში. რეგიონიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლა კი სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, ვითარებას უფრო დაამძიმებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend