კატეგორიები

“ლიბანის წინააღმდეგ ომი, რეგიონული ომია” – ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ლიბანის წინააღმდეგ ომი, რეგიონული ომია” – ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ირანს თავიდან აირიდოს რეგიონული სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში.

რეგიონში ვითარების მეტად ესკალაციის საფრთხე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანში მოქმედი სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლა“ დაადანაშაულა გოლანის მაღლობზე თავდასხმაში, რომლის დროსაც 12 ბავშვი დაიღუპა.

ემანუელ მაკრონმა ორშაბათს დაურეკა მის ირანელ კოლეგას, ახლად არჩეულ მასურ პეზეშკიანს, რათა გამოეხატა ღრმა შეშფოთება ისრაელსა და ლიბანს შორის მზარდი დაძაბულობის გამო.

განცხადებები გაკეთდა ლიბანშიც

ბეირუთი აფრთხილებს ისრაელს, რომ ლიბანში შეჭრას შესაძლოა, მოჰყვეს საომარ მოქმედებებში ისეთი სამხედრო დაჯგუფებების ჩართვა როგორებიცაა –  ჰუსიტები და ერაყის გასამხედროებული ჯგუფები.

“ლიბანის წინააღმდეგ ომი, რეგიონული ომია”, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდალა ბუ ჰაბიბმა სიენენეთან ინტერვიუში.

Related news
ისრაელის მიერ ლიბანზე, მიტანილ იერიშს 10 ადამიანი ემსხვერპლა ლიბანი დამასკოს 300 სირიელ პატიმარს გადასცემს
სხვა ამბები