მთავარიევროპაიტალიაარქეოლოგები ფიქრობენ, რომ რომში პაპის ვატიკანზე ძველი რეზიდენცია აღმოაჩინეს

არქეოლოგები ფიქრობენ, რომ რომში პაპის ვატიკანზე ძველი რეზიდენცია აღმოაჩინეს

არქეოლოგები ფიქრობენ, რომ რომში პაპის ვატიკანზე ძველი რეზიდენცია აღმოაჩინეს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ნაგებობა, სადაც პაპი მანამდე ცხოვრობდა, სანამ ვატიკანი ოფიციალურ რეზიდენციად გამოცხადდებოდა, შესაძლოა, ჩვენი წელთაღრიცხვით მე-9-13 საუკუნეებშია აგებული.

შესაძლოა, კედლები საპატრიარქოს ბაზილიკის დასაცავად აშენდა Copyright იტალიის კულტურის სამინისტრო

პაპი და ვატიკანი ბევრისთვის სინონიმს ნიშნავს. თუმცა პაპები მე-14 საუკუნემდე არ ცხოვრობდნენ ვატიკანში. ახლა არქეოლოგიები ამბობენ, რომ იმ სასახლის ნანგრევები აღმოაჩინეს, სადაც პაპის რეზიდენცია ვატიკანზე ადრე იყო.

გათხრები 2025 წლის ე.წ. წმინდა კათოლიკური წლის იუბილეს აღსანიშნად მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დაიწყო. ეს საიუბილეო წელი, როგორც წესი დეკემბერში იწყება და არსებული პროგნოზით რომში მთელი მომავალი წლის განმავლობაში 30 მილიონი პილიგრიმი და ტურისტი ჩავა.

ავტორი: ელის მორტონი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend