მთავარისპორტიევროპის ჩემპიონები ესპანეთში დაბრუნდნენ

ევროპის ჩემპიონები ესპანეთში დაბრუნდნენ

ევროპის ჩემპიონები ესპანეთში დაბრუნდნენ. ესპანეთის ნაკრებმა მადრიდში ევრო 2024-ის თასი ჩაიტანა. ევროპის ჩემპიონატის მოგება „ფურია როხამ“ მეოთხედ შეძლო და ამ მხრივ კონტინენტზე ყველაზე წარმატებული ნაკრები გახდა.

ინგლისთან ფინალში გამარჯვების შემდეგ ჩემპიონები ბერლინიდან მადრიდში გაემგზავრნენ, სადაც ეს წარმატება გუნდს ესპანეთის მეფემ, ფელიპე მეექვსემ მიულოცა.

ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსე და ესპანეთის ეროვნული ნაკრები – საავტორო უფლება AP/Andreea Alexandru

ამის შემდეგ ესპანელმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის თასთან ერთად მადრიდის ქუჩები ავტობუსით მოიარეს, მათ შესახვედრად ესპანეთის დედაქალაქში უამრავი გულშემატკივარი გამოვიდა. ბოლოს კი ფანები და ნაკრების წევრები ერთად პლაზა დე სიბელესზე შეიკრიბნენ.

ევროპის ჩემპიონების ზეიმს ესპანელთა კაპიტანი, ალვარო მორატა მიუძღოდა, რომელმაც სიტყვით გულშემატკივრებს მიმართა:

„საღამო მშვიდობისა ესპანელებო, ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ… იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენ ჩვენი გჯეროდათ და ჩვენ ამას ვგრძნობდით. ამისათვის ჩვენ ერთად ყველაფერი გავაკეთეთ, ახლა კი შეგვიძლია ვიმღეროთ… ვიცი რომ ძალიან კარგი თანაგუნდელები მყავს, თუმცა ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა ვართ – საუკეთესო საჭმელი, დასასვენებელი ადგილები, საუკეთესო მუშახელი, ფერმერები, მიმტანები, აქ ყველაფერი საუკეთესოა… უნდა ვიცოდეთ რომ საუკეთესოები ვართ და თან ევროპის ჩემპიონები“, – განაცხადა ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა ალვარო მორატამ.

ესპანეთის ნაკრებმა ევროპი ჩემპიონატზე შვიდივე მატჩი მოიგო, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის შემდეგი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend