მთავარიაზიაინდოეთიინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი 8-9 ივლისს რუსეთს ეწვევა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი 8-9 ივლისს რუსეთს ეწვევა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლმა უკვე დაადასტურა.

ინდოეთის პრემიერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს. უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ნარენდრა მოდი  პირველად ჩადის  რუსეთში. ინდოეთის პრემიერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა ბოლოს 2022 წლის სექტემბერში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ბლოკის სამიტზე გაიმართა.

რუსეთს  ცივი ომის შემდეგ ძლიერი კავშირი  აქვს ინდოეთთან. ნიუ-დელის, როგორც მოსკოვის მთავარი სავაჭრო პარტნიორის, მნიშვნელობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2022 წლის თებერვალში  კრემლმა უკრაინაში ჯარები გაგზავნა. ჩინეთი და ინდოეთი გახდნენ რუსული ნავთობის მთავარი მყიდველები სანქციების დაწესების შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა აღარ მისცეს რუსეთს უფლება, თავისი პროდუქტი დასავლეთის ბაზრებზე გაეტანა.

მოდის ხელმძღვანელობის პერიოდში ინდოეთი თავს იკავებს, დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინაში და ძირითადად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვინაი მოჰან კვატრამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძლიერი ენერგეტიკული თანამშრომლობის წყალობით ინდოეთ-რუსეთის ვაჭრობა მკვეთრად გაიზარდა და  2023-24  წელს 65 მილიარდ დოლარს მიაღწია.  მისი თქმით, ინდოეთი ექსპორტის გაზრდით ცდილობდა რუსეთთან სავაჭრო დისბალანსის აღდგენას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend