მთავარისპორტიევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი ქალი

ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი ქალი

15 წლის მირანდა კაპანაძე, ჭიათურელი სპორტსმენი საქართველოს ისტორიაში პირველი მოჭიდავე ქალია, რომელმაც საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა. აქამდე საქართველოს ქალთა ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებს ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაში, ჩემპიონი არ ჰყოლია!

სერბეთში გამართულ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მირანდამ 4 მეტოქე დაამარცხა და უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.

მირანდა სკოლის შემდეგ დღეში 3-4 საათის განმავლობაში ვარჯიშობს, კვირაში 7 დღე. ხშირად თავისი პროფესიის გამო თანატოლებთან გართობაზე უარის თქმა უწევს.

ახალგაზრდა სპორტსმენის თქმით, მეტოქეები მისი საუკეთესო მეგობრები არიან, რომლებთანაც „ლეიბზე” თავს ძალიან კარგად გრძნობს.

მირანდას პირადი მწვრთნელი ოთარ ჯაოშვილი იხსენებს, რომ მირანდა ძმას მიჰყვებოდა ხოლმე დარბაზში. იგი მეორე კლასში იყო, როცა ჭიდაობით დაინტერესდა.

როგორც აღმოჩნდა, მშობლებთან ერთად პატარა მოჭიდავის მთავარი გულშემატკივარი ბებოა.

საქართველოს მოჭიდავე ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბესო გუჩაშვილის, თქმით, ქალთა ჭიდაობა საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. მირანდას ამ წარმატებამ კი, უამრავ გოგონას საქართველოს წარმოჩენის სტიმული მისცა.

მირანდას მომდევნო გაჩერება აგვისტოში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატია, რისთვისაც დაუღალავად ემზადება. 15 წლის ჩემპიონის მთავარი ოცნება კი, ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend