მთავარიევროპასაბერძნეთი6-დღიანი სამუშაო კვირა საბერძნეთში

6-დღიანი სამუშაო კვირა საბერძნეთში

შეიძლება თუ არა საბერძნეთის ახალი ექვსდღიანი სამუშაო კვირა სხვებისთვის სამაგალითო იყოს მაშინ, როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კვირაში მხოლოდ 4 დღეს მუშაობენ.

საბერძნეთის მთავრობამ მეექვსე სამუშაო დღე შემოიღო საჯარო სექტორში, კომუნალურ სამსახურებსა და კერძო სექტორში უწყვეტად მომუშავე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ადრე 5-დღიანი სამუშაო კვირის სისტემით მუშაობდნენ.

რეგულაცია არ ეხება ტურიზმის სექტორსა და კვების ინდუსტრიას. ახალი კანონი საბერძნეთში 1-ელ ივლისს ამოქმედდა.

6-დღიანი სამუშაო კვირა საბერძნეთში აღშფოთებას იწვევს.

ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება ხალხი, ისინი ამბობენ, რომ ეს მათთვის მიუღებელი გადაწყვეტილებაა, მაშინ, როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კვირაში მხოლოდ 4 დღეს მუშაობენ.

თანამშრომლები მიიღებენ 40%-იან დამატებით ანაზღაურებას სამუშაო მეექვსე დღეს, ან 115%-ით მეტს, თუ ისინი იმუშავებენ კვირაობით. მიუხედავად ამისა, დასაქმებულთა უმეტესობა და განსაკუთრებით ახალგაზრდები, პრიორიტეტს ანიჭებენ საკუთარ ჯანმრთელობასა და ბალანსს სამუშაოსა და მათ პირად ცხოვრებას შორის.

ევროსტატის 2023 წლის მონაცემებით, საშუალოდ საბერძნეთში კვირაში თითქმის 40 საათს მუშაობენ, რაც ყველაზე მაღალია ევროკავშირში, შემდეგ მოდის პოლონეთი და კვიპროსი. ევროპული მაჩვენებელი კი, კვირაში დაახლოებით 36 საათია, ხოლო ყველაზე ნაკლებს მუშაობენ ნიდერლანდებში, რაც დაახლოებით 32 საათია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend