გასულ კვირას იტალიიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ეწინააღმდეგებოდა ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელახლა არჩევას. ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვან კენჭისყრამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა. ევრონიუსი შეეცადა, პარტია „იტალიის ძმების” ერთ-ერთი ლიდერისგან გაერკვია, თუ რა არის მელონის გადაწყვეტილებების მთავარი არგუმენტები.
„ევროკავშირის მნიშვნელოვან პოზიციებზე ერთი და იმავე ადამიანების დანიშვნა ნიშნავს მაკრონისა და შოლცის იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომელსაც საზოგადოება არ ეთანხმება. მათ პოლიტიკურ პროგრამებს მხოლოდ იტალიელები კი არ ეწინააღმდეგებოდნენ, არამედ ფრანგი და გერმანელი ამომრჩევლებიც. არ გვაქვს მიზეზი, რატომ უნდა გვჯეროდეს ფრანკო-გერმანული ღერძის არსებობა, როდესაც ის უკვე დაანგრიეს ამომრჩევლებმა ორივე ქვეყანაში“, – განაცხადა პარტია „იტალიის ძმების” ლიდერმა ტომასო ფოტიმ.
ევროკავშირის საქმეთა ყოფილი მინისტრი ენცო მოავერო მილანესი ფიქრობს, რომ იტალიის იზოლირების საფრთხე არ არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია სტრატეგია, რომელსაც მელონი მისდევს.
„ბურთი იტალიის პრემიერ-მინისტრის მოედანზეა და მას, რა თქმა უნდა, აქვს სტრატეგია. ევროკავშირის ინსტიტუტების არჩევის წესი ძალიან განსხვავდება ეროვნული არჩევნებისგან. მელონის შემთხვევაში ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არის ECR-ის პრეზიდენტი. როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის მთავარი სამუშაო ადგილების დაკავებას, რომელიც გავლენას აუცილებლად იქონიებს მის მიერ არჩეულ სტრატეგიაზე”, – განაცხადა ევროკავშირის სამართლის პროფესორმა ენცო მოავერო მილანესმა.
გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმასაც, რაც მოხდება საფრანგეთში 7 ივლისის შემდეგ.