მთავარიევროპაბელგიაბრიუსელში მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართა

ბრიუსელში მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართა

ბრიუსელში 4500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ გამართულ მსვლელობაში, რომელიც ბელგიის ანტიფაშისტური გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული.

აქციას 20-ამდე სოციალური მოძრაობა და ორგანიზაცია შეუერთდა. ეს ბელგიის დედაქალაქში ევროკავშირის არჩევნების შემდეგ, რომელშიც მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გაიმარჯვეს, რიგით მეორე მასშტაბური მსვლელობაა.

ბელგიის ანტიფაშისტური გაერთიანების წევრის სიქსტინ ვან უტრივის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარშია, რადგან მათ სურთ საზოგადოებას დაუბრუნონ იმედი იმ  სასოწარკვეთილების ფონზე, რომლის დათესვასაც ულტრამემარჯვენეები ცდილობენ. აქციის მონაწილენი სოლიდარობას უცხადებენ ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, შემოსავლისა და მათი საქმიანობისა. მათ სურთ ისეთი საზოგადოება, რომელიც არ ყოფს, არ რიყავს და არ არის რასისტული ან სექსისტური.

საავტორო უფლება – Euronews

მემარჯვენეებმა საფრანგეთში მასშტაბური გამარჯვება მოიპოვეს. მარინ ლე პენის პარტიამ პირველი ადგილი 31 პროცენტით დაიკავა, რის გამოც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა ასევე გაიმარჯვეს იტალიაში, ავსტრიაში, უნგრეთსა და ბულგარეთში.

ბრიუსელში დემონსტრანტებს სურდათ, ეჩვენებინათ, რომ ულტრამემარჯვენეთა აღზევება გამოუვალი მდგომარეობით არ არის განპირობებული და რომ შესაძლებელია, მას ალტერნატიული სოციალური და დემოკრატიული გაერთიანების შექმნით დაუპირისპირდე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend