მთავარიაზიასაუდის არაბეთისაუდის არაბეთის ქალაქ მექაში ჰაჯის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ჰაჯის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო

ჰაჯის დღესასწაული მექაში ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლებს  შორის ღაზის სექტორში მძვინვარე ომის ფონზე გაიმართა.

ომმა მთელი ახლო აღმოსავლეთი მიიყვანა რეგიონული ომის ზღვარზე, ერთ მხარეს ისრაელი და მისი მოკავშირეები არიან, მეორე მხარეს კი –  ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები.

ღაზის სანაპიროზე მცხოვრებმა პალესტინელებმა წელს ვერ შეძლეს, მექაში გამგზავრება. როდესაც ისრაელმა გააფართოვა სახმელეთო შეტევა რაფაჰზე, რომელიც ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს, პალესტინელებს ეგვიპტის საზღვრიდან გადაადგილებაც შეეზღუდათ.

პალესტინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 4200 მომლოცველი მექაში ჰაჯისთვის ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან ჩავიდა.

1,5 მილიონზე მეტი მომლოცველი მთელი მსოფლიოდან უკვე შეიკრიბა ქალაქში.

ჰაჯის დღესასწაული, მექა – საავტორო უფლება AP

საუდის არაბეთის ხელისუფლება ელოდა, რომ მომლოცველთა რაოდენობა წელს ორ მილიონს გადააჭარბებდა.

რიტუალში მონაწილე მუსლიმები კვადრატის ფორმის ქააბას გარს უვლიან.

ჰაჯი მუსლიმანური რელიგიის ხუთ მთავარ საყრდენთაგან ერთ-ერთია და ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მუსლიმანი ვალდებულია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაესწროს.

ზოგიერთი მათგანი წლების განმავლობაში ზოგავს თანხას, რომ ერთხელ მაინც ჩავიდეს მექაში მოსალოცად.

მამაკაცი მომლოცველები ატარებენ იჰრამს, ქალები კი კონსერვატიული, თავისუფალი ტანსაცმლით იმოსებიან, იკეთებენ თავსაბურავს და უარს ამბობენ მაკიაჟსა და სუნამოზე.

მუსლიმანებს სჯერათ, რომ ჰაჯის დღესასწაულზე ისინი იმეორებენ  წინასწარმეტყველ მუჰამედის ქმედებებს. მუჰამედი სწორედ  მათთვის ყველაზე წმინდა ქალაქ მექაში დაიბადა.

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მექაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წელსაც დააწესა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend