მთავარისპორტიმამადუ სახო საქართველოში ჩამოვიდა

მამადუ სახო საქართველოში ჩამოვიდა

ფრანგი ფეხბურთელი მამადუ სახო კარიერას ქუთაისის „ტორპედოში” გააგრძელებს. 34 წლის მცველი საქართველოში ჩამოვიდა და ქართულ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.

ფეხბურთელობის გარდა მამადუ სახო „ტორპედოს” ერთგვარი ელჩი იქნება და გუნდის მწვრთნელ სტივ კინთან ერთად „ტორპედოს” აკადემიის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვედი. ერთი თვის წინ, აქ ჩემი მეუღლე იმყოფებოდა და მას აქაურობა ძალიან მოეწონა. აქ ხალხი ძალიან მეგობრულია. როდესაც ის უკან დაბრუნდა მითხრა, რომ  საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა და იქ თამაში შეგიძლია.

შემდეგ კლუბის წარმომადგენლებს ვესაუბრე. მის ძალიან კარგ პრეზიდენტსა და სპორტულ დირექტორს. ასევე გავესაუბრე გუნდის მთავარ მწვრთნელს. გადავწყვიტე ჩემს კარიერაში ახალი თავი დამეწყო. კარიერის განმავლობაში, მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი, ყოველთვის 100 პროცენტს ვდებდი. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ, რადგან ჩვენ ყველაფარეს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ისინი გაგახაროთ.

ფეხბურთის მეშვეობით ახალი ქვეყნისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა გაქვს. ფეხბურთი გლობალურია. ფეხბურთის თამაში ყველგან, მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, შეგიძლია. შეგიძლია ტალანტები ყველგან, მათ შორის ქუჩებში, აღმოაჩინო.

ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა ახალი გამოცდილებაა, რითაც ძალიან გახარებული ვარ. ჩემი შვილები და მეუღლეც მოხარულები არიან. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი გამოწვევაა, რადგან ეს ძალიან ამბიციური კლუბია. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი. როდესაც პრეზიდენტს და მწვრთნელს ვესაუბრე, დავინახე, რომ ისინი ძალიან ამბიციურები იყვნენ და მე ეს მომეწონა,” – ამბობს მამადუ სახო.

გამოცდილი მცველი „პარი სენ-ჟერმენის”, „ლივერპულის”, „კრისტალ პალასისა” და „მონპელიეს” ყოფილი ფეხბურთელია. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მას 29 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend