მთავარიEUROPEN UNIONევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი „ევროპის სახალხო პარტიამ” მოიპოვა

ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი „ევროპის სახალხო პარტიამ” მოიპოვა

ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ასეულობით მილიონმა ადამიანმა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო.

შედეგად კი გადაწყდება, თუ როგორ გადანაწილდება 720 მანდატი ევროპარლამენტში. ინსტიტუტში, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეების – ევროკავშირთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი რგოლია.

ეგზიტპოლების მონაცემები ნაწილობრივ უკვე ცნობილია. პირველადი შედეგებით, ევროპის სახალხო პარტიამ, რომელიც პარლამენტში ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენს, 184 ადგილი მოიპოვა, რაც 13-ით მეტია 2019 წლის არჩევნებთან შედარებით. მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ ბლოკი 139ი მანდატით.

მწვანეთა პარტიამ და გაერთიანება „ევროპულმა განახლებამ“ ორივემ 20-20 მანდატი დაკარგა. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა „ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმისტებმა, ასევე პარტია “იდენტობა და დემოკრატიამ” – 73 და 58 მანდატი მანდატი მიიღეს, რაც წინა არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგებია.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პარლამენტი, ეროვნული ასამბლეა დაითხოვა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი – Copyright AP

ამის მიზეზი ის არის, რომ მარინ ლე პენის მხარდამჭერთა პარტიამ, მაკრონის მომხრეებზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო.

მნიშვნელოვანი წარმატება აქვს იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის გუნდს. რომელმაც იტალიაში ყველაზე მეტი ხმა აიღო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალების გარკვეული წინსვლის მიუხედავად, ევროპაში კვლავ ლიდერობენ ცენტრისტული ძალები, რაც მისი თქმით, სტაბილური და ძლიერი ევროპის გარანტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend