მთავარიევროპახორვატიახორვატიაში ევროპარლამენტის არჩევნები 9 ივნისს გაიმართება

ხორვატიაში ევროპარლამენტის არჩევნები 9 ივნისს გაიმართება

ხორვატიაში ევროპარლამენტის არჩევნები 9 ივნისს გაიმართება. ხორვატიას ევროპარლამენტში მხოლოდ 12 წარმომადგენელი ეყოლება. თუმცა ზოგიერთი ამომრჩეველი არ არის დარწმუნებული, რომ ევროპარლამენტი შეძლებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ზოგიერთ მათგანს სურს, რომ მათ ქვეყანაშიც ისეთივე ფასები იყოს, როგორიც ევროპის სხვა ქვეყნებშია. ზოგი კი ფიქრობს, რომ ევროპულ პოლიტიკას მათ ცხოვრებაზე  დიდი გავლენა აქვს. ამიტომ ისეთი ვინმე უნდა აირჩიონ, ვისაც შეუძლია რამის შეცვლა.

ამომრჩევლები ასევე ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა მიიღებენ. მათ არ იციან, რამდენად დიდია პარლამენტის გავლენა ევროკომისიაზე. ეს კი სწორედ ის არის,  რაც რეალურად მოქმედებს მათ ცხოვრებაზე. თუმცა არჩევნებზე მისვლას ამომრჩევლებს  მხოლოდ ევროკავშირის მუშაობის პრინციპის ცოდნა არ უბიძგებს.

პოლიტიკური ანალიტიკოსი დარიო ჩერეპინკო ამბობს, რომ ვინც ხმას აძლევს რომელიმე დეპუტატს ევროკავშირის არჩევნებში, პარტიულ დაკვეთას ასრულებს, როგორც ეს მმართველი პარტიის შემთხვევაში ხდება. ან ხმას იმიტომ  აძლევენ, რომ იციან, რა როლი აკისრია ევროპარლამენტს და სურთ თავიანთი ხმაც გააგონონ მსოფლიოს.

2019 წელს ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა ხორვატიაში იყო. წელსაც დაბალ მაჩვენებელს ელიან. პროგნოზის მიხედვით, ხორვატიაში კვირას დაგეგმილ არჩევნებზე ისეთივე დაბალი აქტივობა  იქნება, როგორიც ხუთი წლის წინ იყო.

მემარჯვენე-ცენტრისტულმა ხორვატიულმა დემოკრატიულმა კავშირმა მაისში მემარჯვენე პარტია „სამშობლოს მოძრაობასთან“ ერთად ჩამოაყალიბა მთავრობა. ხორვატია, ისევე როგორც ევროპის მრავალი ქვეყანა, მარჯვნივ გადაიხარა. მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მემარჯვენე პარტიები არ შევლენ ევროკავშირის პარლამენტში.

პოლიტიკური ანალიტიკოსი დარიო ჩერეპინკო ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ევროკავშირის არჩევნებში ხორვატია მემარჯვენე პოლიტიკისკენ არ გადაიხრება. მისი აზრით, მემარჯვენეებიდან მანდატს მხოლოდ ერთი ან მაქსიმუმ ორი კანდიდატი მოიპოვებს. შესაბამისად, ხორვატია შეინარჩუნებს თავის ცენტრისტულ პოზიციას.

ხორვატიაში ხმის მიცემა კვირას, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე, დაიწყება. საარჩევნო უბნები იმავე საღამოს დაიხურება. ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, საღამოს 7 საათზე გამოქვეყნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend