კატეგორიები

საქართველოს ნაკრების FAN SHOP

საქართველოს ნაკრების FAN SHOP
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური „ფან შოპი“ გაიხსნა.

ადგილზე მისულ გულშემატკივარს ფეხბურთის ფორმების, საგულშემატკივრო მაისურებისა და სხვა მრავალი სახეობის ატრიბუტის შეძენა შეეძლება. აქამდე ნაკრების ოფიციალური პროდუქციის შეძენა მხოლოდ „ფან შოპის“ ვებგვერდიდან იყო შესაძლებელი, ახლა კი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრების ბრენდირებული პროდუქციის შეძენას უშუალოდ მაღაზიაში შეძლებს.

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დაკავშირებული ამბები
მასპინძელი კანადის ნაკრები მერვედფინალშია F ჯგუფიდან პლეი ოფში ნიდერლანდების, იაპონიისა და შვედეთის ნაკრებები გავიდნენ
სხვა ამბები