მთავარიEUROPEN UNIONევროკომისიას შესაძლოა ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს

ევროკომისიას შესაძლოა ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს

ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც თვის ბოლოს გაეცემა პასუხი არის – კვლავ იქნება თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის პირველი პირი.

უპირველეს ყოვლისა, პოზიციის შესანარჩუნებლად მას დასჭირდება, რომ მოიპოვოს ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ლიდერის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა, ევროსაბჭოს სხდომაზე, რომელიც არჩევნების შემდეგ ივნისის ბოლოს გაიმართება.

და ამასთან ერთად, მან უნდა უზრუნველყოს, რომ მიიღოს ევროპარლამენტის 720 წევრისგან მინიმუმ 361 ხმა.

2019 წელს, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად აირჩიეს ევროკომისიის პრეზიდენტად, მან გამარჯვება სულ რაღაც 9 ხმის უპირატესობით მოიპოვა და ეს იყო დიდწილად „ევროპის სახალხო პარტიის”, „განაახლე ევროპისა” და „სოციალისტებისა და დემოკრატების” მხარდაჭერის წყალობით.

მაშინ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე მოიპოვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიკტორ ორბანის პარტია „ფიდესისა” და პოლონეთის კონსერვატიული პარტია „კანონისა და სამართლიანობის” ხმებიც.

თუმცა, ამჯერად, ამ ორი პარტიის მხარდაჭერა მას ვეღარ ექნება და ამიტომ, ნაკლებად მკაფიოა, თუ რამდენად შეძლებს ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობის შენარჩუნებას.

ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც შეიძლება დაიკავოს ურსულა ფონ დერ ლაიენის ადგილი, არის ყოფილი იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი. მას არ აქვს მკაფიო პოლიტიკური კუთვნილება და მუშაობს იმაზე, რომ ბლოკი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. გარდა ამისა, მას ასევე ახლო ურთიერთობა აქვს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ფიგურა, რომელმაც შეიძლება დაიკავოს ეს პოზიცია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რობერტა მეცოლას მშობლიური ქვეყანა, მალტა, ევროკავშირის ყველაზე პატარა ქვეყანაა, ტერიტორიითაც და მოსახლეობითაც, უარყოფითად იმოქმედებს მის შანსებზე. ასევე რობერტა მეცოლას არ აქვს არანაირი გამოცდილება აღმასრულებელ პოზიციაზე მუშაობის.

ანდრეი პლენკოვიჩი ხორვატიის პრემიერ-მინისტრია, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წევრია. ხორვატიელი ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევა იქნებოდა ძალიან დადებითი გზავნილი საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, ბლოკში გაწევრების სურვილის მქონე ქვეყნებისთვის, რადგან ხორვატია ბლოკის უახლესი წევრი ქვეყანაა.

გარდა ამისა, კიდევ არაერთი პოლიტიკოსია, რომლებიც შეიძლება ვიხილოთ ევროკომისიის პრეზიდენტის როლში ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც 6-იდან 9 ივნისამდეა დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend