კატეგორიები

საფრანგეთი ემზადება უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გასაგზავნად

საფრანგეთი ემზადება უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გასაგზავნად
საფრანგეთი ცდილობს, შექმნას იმ ევროპული ქვეყნების კოალიცია, რომელთაც სურთ, სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნონ უკრაინაში. ამის შესახებ ინფორმაციას არაერთი მედია საშუალება ავრცელებს.

მათი ცნობით, დასავლელი მოკავშირეები ეძებენ გზებს, რათა რუსეთის განახლებული შეტევის ფონზე, დააჩქარონ უკრაინაში სამხედროების რეკრუტირების მცდელობები.
მოსალოდნელია, რომ საკუთარი გეგმების შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალ კვირას ოფიციალურად განაცხადებს ნორმანდიაში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩავლენ. ინფორმაციას მსგავსი გეგმების შესახებ ადასტურებენ მოსკოვშიც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, მათ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ საფრანგეთი ემზადება ჯარების გაგზავნისთვის უკრაინაში

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე, ფრანგულ მედიაზე კრემლის გავლენები იზრდება
სხვა ამბები