მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი 12 პირი დააკავეს

პოლონეთში რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი 12 პირი დააკავეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამჟამად კიდევ სამი რუსი აგენტი დააპატიმრეს.

წინა დღით მან გაავრცელა ინფორმაცია იმ ცხრა პირის დაკავების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებთან მუშაობდნენ და მონაწილეობდნენ ვარშავაში სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენაში.

პრემიერ-მინისტრი ასევე აცხადებს, რომ რუსეთს თავის ტერიტორიაზე ჰყავს ათასობით მიგრანტი, რომლებიც ბელარუსის გავლით პოლონეთის საზღვარზე გადასვლას ცდილობენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, პოლონურმა მხარემ მიიღო დადასტურებული ინფორმაცია, რომ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე შექმნილი პრობლემა სხვადასხვა ქვეყნიდან გამოქცეული ადამიანების სპონტანური მიგრაციით არ არის გამოწვეული. არსებული მონაცემები უკიდურესად შემაშფოთებელია.  პოლონეთის საზღვრის არალეგალურად გადამკვეთი ადამიანების 90 პროცენტზე მეტს რუსული ვიზა აქვს.

პოლონეთის პრემიერი  რუსეთისა და ბელარუსის გავლენის შემსწავლელი კომისიის შექმნას გეგმავს.  გასულ შაბათს კი მან განაცხადა, რომ პოლონეთი განახორციელებს 2.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას, რათა გააძლიეროს რუსეთთან და მის მოკავშირე ბელარუსთან არსებული სახელმწიფო საზღვარი და უსაფრთხოების სისტემები.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend