იტალიაში ნეოფაშისტთა ჯგუფმა კომოს ტბაზე პატივი მიაგო იტალიელი დიქტატორის, ჟურნალისტისა და ისტორიული ფიგურის ბენიტო მუსოლინის ხსოვნას.
79 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის კომუნისტმა პარტიზანებმა შვეიცარიისკენ მიმავალ გზაზე, ჩრდილოეთ ირაკლიაში დააკავეს და დახვრიტეს, მუსოლინისთან ერთად დახვრიტეს მისი პარტნიორი კლარა პეტაჩიც.
ყოველ წელს, 27 აპრილს, ბენიტო მუსოლონის იდეოლოგიის მხარდამჭერები კომოს ტბაზე იკრიბებიან, რათა დიქტატორის ხსოვნას პატივი მიაგონ.
ბენიტო მუსოლინი იტალიელი პოლიტიკოსია, რომელმაც 1919 წელს დააარსა ფაშისტური პარტია, 1922 წელს მოვიდა ხელისუფლების სათავეში, შეზღუდა სამოქალაქო თავისუფლება, გაანადგურა ოპოზიცია და ერთპარტიული სახელმწიფო ჩამოაყალიბა.
ბენიტო მუსოლინის ფაშისტური მთავრობა გერმანელი ნაცისტის, ადოლფ ჰიტლერის მოკავშირე იყო მეორე მსოფლიო ომში.