ვენეციაში ჩასული ტურისტები, რომლებიც ისტორიულ ქალაქში შესვლის საფასურს – 5 ევროს არ გადაიხდიან, შესაძლოა 10-ჯერ უფრო მეტი თანხით დაჯარიმდნენ.
ამ წლიდან ტურისტებს ვენეციაში შესასვლელად საფასურის გადახდა მოუწევთ. ამ ნაბიჯით ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ შეამცირებს ტურიზმით გამოწვეულ პრობლემებს
ტურიზმის საკითხებში ვენეციის მუნიციპალიტეტის მრჩეველს, სიმონე ვენტურინის, მიაჩნია, რომ აუცილებელია ბალანსის მიღწევა ტურისტებსა და მოსახლეობას შორის. მათ უნდა დაიცვან ადგილობრივ მცხოვრებთა სივრცე და, შესაბამისი გზებით უნდა შეამცირონ იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ვენეციაში მხოლოდ ერთი დღით ჩამოდიან.
ვენეციაში დიდი ხანია საუბრობენ პრობლემაზე, რომელიც ტურისტების დიდი რაოდენობითაა გამოწვეული. ქალაქში შესვლის საფასურის დაწესება, რომლის საცდელი დრო 29 დღეს გასტანს, ვიზიტორების რაოდენობის შეზღუდვის მცდელობაა. თუმცა ზოგიერთ ადგილობრივს მიაჩნია, რომ საფასურის დაწესება პრობლემას ვერ მოაგვარებს.
ადგილობრივები ითხოვენ დამადასტურებელ საბუთს, რაში დაიხარჯება შემოსული თანხა. მათთვის ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ მთავრობა ქალაქში არსებულ ათასობით მიტოვებულ შენობას შეაკეთებს, თუმცა ამის იმედი არავის აქვს. მათი თქმით, სულ უფრო მეტი ადგილობრივი ტოვებს ქალაქს. ვენეცია ცარიელდება, მთავრობა კი მხოლოდ ტურიზმს ზრდის.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახალი წესი პიკის საათის დროს ხალხთა ნაკადის შემცირებას, უფრო ხანგრძლივ ვიზიტებსა და ადგილობრივთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი წესი არ ეხება მათ, ვინც ვენეციაში დასარჩენად ჩამოდის.