მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთის სკოლებში საშინაო დავალებები სავალდებულო აღარაა

პოლონეთის სკოლებში საშინაო დავალებები სავალდებულო აღარაა

პოლონეთის მთავრობამ ქვეყნის განათლების სისტემის მოდერნიზაციის მიზნით საშინაო დავალებები გააუქმა.

მასწავლებლებს უკვე აღარ მოეთხოვებათ, რომ პირველ-მესამე კლასებში ბავშვებს საშინაო დავალებები მისცენ. ამავდროულად, მეოთხედან მერვე კლასის ჩათვლით საშინაო დავალება მოსწავლეებისთვის არჩევითი გახდა.

მოსწავლეებს ეს ცვლილება ძალიან მოეწონათ.

11 წლის ოლა კოზაკი სკოლისთვის საშინაო დავალებას ამზადებდა, ვარშავა, პოლონეთი, 5 აპრილი, 2024 წელი Copyright AP Photo/Czarek Sokolowski

“ძალიან ბედნიერი ვარ ამ ცვლილებით. საშინაო დავალებებს უმეტეს შემთხვევაში არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან დილით მთელი კლასი ან ერთმანეთისგან, ან ინტერნეტიდან ვიწერდით”, – ამბობს ოლა კოზაკი, მე-5 კლასის მოსწავლე.

თუმცა ზრდასრულები ფიქრობენ, რომ ახალი წესები არ გაამართლებს.

“მასწავლებლების აზრით, ეს ცვლილები ძალიან სწრაფად და ნაჩქარევად, არასაკმარისი კონსულტაციებით შევიდა ძალაში. დიახ, ასეც უნდა მომხდარიყო, უბრალოდ მასწავლებლებთან წინასწარ უნდა გაგვევლო კონსულტაცია”,-ამბობს სლავომირ ბრონიარცი, მასწავლებელთა კავშირის ხელმძღვანელი.

ისტორიის გაკვეთილი მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის, ვარშავა, პოლონეთი, 3 აპრილი, 2024 წელი Copyright AP Photo/Czarek Sokolowski

პოლონეთის საგანმანათლებლო სისტემამ უკვე წლებია უამრავი რეფორმა გამოიარა. თითქმის ყველა ახალი მთავრობა ცდილობს, რომ რაღაც სიახლე შეიტანოს განათლების სისტემაში, რაც ხშირად მშობლებისა და მასწავლებლების დაბნეულობასა და მათ იმედგაცრუებას იწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend