კატეგორიები

თათრეთში დრონებით თავს დაესხნენ საწარმოო ინფრასტრუქტურას

თათრეთში დრონებით თავს დაესხნენ საწარმოო ინფრასტრუქტურას

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, თათრეთის ფედერალურ რესპუბლიკაში არსებულ საწარმოო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო დრონების გამოყენებით მიიტანეს იერიში.

რუსული მხარის ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. სამიზნე უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრიდან 1200 კილომეტრით არის დაშორებული და აქამდე ყველაზე შორს მიტანილი დარტყმაა ომის დაწყებიდან.

თათრეთის ფედერალურ რესპუბლიკაში არის განთავსებული ირანის ისლამური რესპუბლიკის დახმარებით შექმნილი სამხედრო დრონების საწარმოც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, იერიშის შედეგად წარმოება არ შეფერხებულა, ხოლო კიევში ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის ქალაქ ტულაში უკრაინული დრონების თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა ევროკავშირი ხელახლა შეეცდება რუსეთის პატრიარქის დასანქცირებას
სხვა ამბები