უკვე მეოთხე დღეა, იორდანიაში ისრაელის საელჩოს მახლობლად, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ.
დაახლოებით 3 000-მდე დემონსტრანტი „ჰამასს“ უცხადებს მხარდაჭერას.
ამანში გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა პალესტინის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, რომ ეგვიპტემ გახსნას სახმელეთო საზღვარი ღაზასთან.
იორდანიის მთავრობას კი მიმართეს, გააუქმოს ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულება და სახმელეთო ხიდი, რომლის მეშვეობითაც სპარსეთის ყურის ქვეყნები იორდანიის გავლით ისრაელს უკავშირდებიან.
“From Amman to Jenin, a revolution against the settlers.”
Hundreds of Jordanians demonstrated for the fourth day in a row near the Israeli embassy in Amman on Wednesday, calling on the government to end Jordan’s peace treaty with Israel. pic.twitter.com/El2q0h6IMo
— Middle East Eye (@MiddleEastEye) March 28, 2024
იორდანიაში აქციის მონაწილეებმა ასევე დაგმეს იორდანიის უსაფრთხოების ძალების მიერ იმ ათობით დემონსტრანტის დაკავება, რომლებიც ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ მოწყობილ დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ.
იორდანიაში უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრაციის დროს ისრაელის საელჩოსკენ მიმავალი ქუჩები ჟანდარმერიისა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით გადაკეტეს.