წინანდლის მამულმა ბრიტანელი ლანდშაფტის არქიტექტორის, ენდი სტურჯენის, მასტერკლასს უმასპინძლა. ღია ლექციაზე მან ბაღების შექმნის თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრა და აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ენდი სტურჯენს 35-წლიანი კარიერის განმავლობაში მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მან 2023 წელს ბრიტანული ბაღების საზოგადოებისგან საუკეთესო დიზაინერის ტიტულიც მიიღო.
ენდი სტურჯენმა საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებსა და საკუთარ გამოცდილებაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრა.