კატეგორიები

ევროკავშირი ეგვიპტეს 7 მილიარდ 400 მილიონი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას გაუწევს

ევროკავშირი ეგვიპტეს 7 მილიარდ 400 მილიონი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას გაუწევს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფათაჰ ალ-სისის შეხვდა.

შეხვედრას წინ უძღოდა ევროკავშირ-ეგვიპტის ურთიერთობების შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც 7 მილიარდ 400 მილიონი ევროს ფინანსურ პაკეტს მოიცავს.

პარტნიორობის შეთანხმების გარდა, განხილული იყო ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და რეგიონში ლტოლვილთა კრიზისის საკითხებიც.

ხელმოწერის ცერემონიაზე დასასწრებად კაიროში ჩავიდნენ ბელგიის, იტალიის, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრები და ავსტრიის კანცლერი.

,,ევროკავშირისა და ეგვიპტის პარტნიორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დღეს 6 ევროპელი ლიდერის აქ ყოფნა გვიჩვენებს, რამდენად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას. ჩვენ ვიზიარებთ სტრატეგიულ ინტერესს: სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, – გააცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირის მისიის დოკუმენტის მიხედვით, დახმარების პაკეტი მოიცავს მომდევნო სამი წლის განმავლობაში გრანტებისა და სესხის გაცემას არაბული სამყაროს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნისთვის. თანხის დიდი ნაწილი – 5 მილიარდი ევრო მაკროფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

Related news
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოების ტურის ფარგლებში სერბეთს ეწვევა ევროკავშირში ციფრული სამოგზაურო პასპორტის შემოღება გეგმავენ
სხვა ამბები