კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსი თავს უყრის მსოფლიოს რჩეულ ტალანტებსა და ამომავალ ვარსკვლავებს, რომელთაგან თითოეული ცდილობს, მოიპოვოს რაღაც წილი იმ ფულადი პრიზისა, რომლის მოცულობაც 250 ათას ევროს შეადგენს. ამ ორწლიანი კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა დუბაიში, სადაც კონკურსის ფინალური ეტაპი ჩატარდა.
ალან ჩირკოპი, სამხატვრო ხელმძღვანელი:
„ეს არ არის მოსმენა ან იმის გამოცდა, თუ ვინ უკეთ უკრავს პიანინოზე ან ვინ უფრო აკადემიურად არის მომზადებული. აქ უბრალოდ უნდა გაგიმართლოს და იმ 15-კაციანი ჟიურის გემოვნება უნდა დააკმაყოფილო, რომელიც ფართო აუდიტორიას წარმოადგენს“.
ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ 14 კონკურსზე შერჩეული 70 ვირტუოზი დუბაიში კონკურსის ფინალურ ეტაპზე შეხვდა ერთმანეთს.
კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსი თავს უყრის მსოფლიოს რჩეულ ტალანტებსა და ამომავალ ვარსკვლავებს, რომელთაგან თითოეული ცდილობს, მოიპოვოს რაღაც წილი იმ ფულადი პრიზისა, რომლის მოცულობაც 250 ათას ევროს შეადგენს. კონკურსის გამარჯვებული კი ტურის ფარგლებში 10 კონცერტს ჩაატარებს.
ალექსეი შორი, მოწვეული კომპოზიტორი:
„ჩემი აზრით, კონკურსი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია, წინასწარ განსაზღვრო, თუ ვინ გახდება ვარსკვლავი, რადგან ძალიან ბევრ მუსიკოსს აქვს კარგი რეპუტაცია, მაგრამ ხშირად უშუალოდ ვერ უსმენ მათ შესრულებას. ამიტომ ძალიან რთულია, ამდენ ხალხში გაარკვიო, თუ ვის უნდა მიაქციო ნამდვილად ყურადღება“.
ჟიურის შემადგენლობაში შედიან წევრები ავსტრიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, თურქეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სამხრეთ კორეიდან. და ამ შემადგენლობამ კონკურსის მონაწილეთა ტექნიკა, ალღო და სტილი ოთხი რაუნდის განმავლობაში შეაფასა.
ეშლი უოსი, ჟიურის წევრი:
“მე ვეძებ ისეთ მუსიკოსს, რომელსაც, სულ მცირე, შეუძლია ჩემამდე მოიტანოს სათქმელი, რომელსაც მართლა რაღაც საინტერესოს თქმა შეუძლია, ასევე იცის, როგორ ჩაითრიოს აუდიტორია და გადასცეს მას მუსიკის სიყვარული. ეს ძალიან რთულია“.
ბოლო ორ ფინალურ ეტაპზე, რომლებზეც კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებების მიქსი იყო შესასრულებელი, პიანისტების გარდასახვის უნარი შეამოწმეს.
ეშლი უოსი, ჟიურის წევრი:
„ჩემი შეხედულებით, თანამედროვე და კლასიკური მუსიკის შესრულება კარგი საშუალებაა მუსიკოსისათვის, რომ თავისი სრული ოსტატობა წარმოაჩინოს. თანამედროვე მუსიკოსი მრავალმხრივი უნდა იყოს, ადაპტაცია უნდა შეეძლოს. მათ უნდა შეეძლოთ სხვადასხვა ჟანრში მუშაობა. ეჭვგარეშეა, რომ ალექსეის კონცერტი, რომელიც მოვისმინეთ, რვა ნაწილისაგან შედგება და უამრავი სხვადასხვა სტილით უნდა შესრულდეს. შესაბამისად, სხვადასხვა სტილის შესრულების უნარი გჭირდება. თითოეული ნაწილის სტილი და ხასიათი უნდა გაითავისო, რათა დაკვრის დროს არ დაიკარგოს. ნამდვილად შესანიშნავი იყო იმის ნახვა, თუ როგორ კარგად გაართვა ზოგიერთმა კონკურსანტმა ამ ამოცანას თავი, ზოგს კი ცოტა დააკლდა“.
იუანფან იანმა შესანიშნავად დაძლია კონკურსის ყველა გამოწვევა.
იუანფან იანი, ფინალისტი:
„ჩემი აზრით, ერთ-ერთი სირთულე თავად კონკურსის გავლა იყო. რაუნდებს შორის კონცენტრაციის შენარჩუნებას ვგულისხმობ, ნებისმიერ ორკესტრთან ერთად დაკვრა ყოველთვის იყო ჩემი ოცნება. როდესაც ამდენ მუსიკოსთან გიხდება თანამშრომლობა და ხშირად დიდებულო დირიჟორის ხელმძღვანელობით ჟღერს მუსიკა. სრულიად განსაკუთრებული გამოცდილებაა, განსაკუთრებულია ის გზა, როდესაც ამდენი ადამიანი ერთიანდება, რათა შესანიშნავი მუსიკა შექმნან და გააცოცხლონ“.
მარეკ კოზაკმა, როგორც თავად თვლის, საკმაოდ რისკიანი არჩევანი გააკეთა.
„მე ფრედერიკ შოპენის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შევასრულე. ჩემი აზრით, ყველა ნაწარმოები რთულია, მაგრამ ეს მაინც გამორჩეულია. რადგან თითოეული ნოტი გესმის და ძალიან მკაფიოა. ეს, რაღაც თვალსაზრისით, უფრო რთულია, ვიდრე პროკოფიევი და რახმანინოვი, თუმცა ეს სხვა ტიპის მუსიკაა,“ – ამბობს იგი.
დადგა გადამწყვეტი მომენტიც. კონკურსის ბოლო გამომსვლელი დგას სცენაზე, ეს არის არტიომ კუზნეცოვი, რომელიც ჩაიკოვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს ასრულებს. მაგრამ ნუთუ მხოლოდ გამარჯვებაა მთავარი?
ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ გამარჯვებული გამოცხადდა – ანდრეი გუგინი.
ანდრეი გუგნინი, გამარჯვებული:
„ნამდვილად არ ველოდი. რა თქმა უნდა, მქონდა გამარჯვების იმედი, მაგრამ ამის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. მართალია, სტრესი და ნერვიულობა ახლდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მუსიკასთან მაინც მქონდა კავშირი და რომ მიუხედავად კონკურსისა, შემეძლო მუსიკის გადმოცემა, ვგრძნობდი მჭიდრო კავშირს ორკესტრთან და ნამდვილად დიდებული გრძნობაა, როცა საყვარელ მუსიკას უკრავ“.
თუმცა მძიმე შრომა ჯერ არ დასრულებულა, რადგან ანდრეის კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსის 2024 წლის გამარჯვებულის გვირგვინის მიღების შემდეგ წინა აქვს ტური, რომლის ფარგლებშიც ათი კონცერტი უნდა ჩაატაროს.
ავტორი: ევრონიუსი