კატეგორიები

პადელის შეჯიბრების პირველი სერია

პადელის შეჯიბრების პირველი სერია

თბილისში პადელის აკადემიაში პადელის შეჯიბრების პირველი სერია მიმდინარეობს. პირველ შეჯიბრება იმართება როგორც კაცთა, ისე ქალთა ჩათვლაში. წლის განმავლობაში დაგროვილი ქულებით რეიტინგის საუკეთესო 64 კაცი მოთამაშე და 32 ქალი მოთამაშე შეძლებენ ოქტომბერში დაგეგმილ შემაჯამებელ შეჯიბრზე ასპარეზობას. შეჯიბრების სერია 16 ეტაპისგან შედგება და ჩატარდება საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბების კორტებზე.

საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო პადელის ფედერაციის ოფიციალური წევრია. მისი ცენტრალური როლი საქართველოში პადელის თამაშის კულტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა.

2023 წელს ფედერაციამ გადაამზადა 4 სერტიფიცირებული მწვრთნელი და 4 სერტიფიცირებული მსაჯი, რაც უზრუნველყოფს პადელის შეჯიბრების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ჩატარებას საქართველოში.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები