მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს აპროტესტებენ

პოლონეთში ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს აპროტესტებენ

პოლონეთში ფერმერების ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციის შემდეგ, რომელიც ქვეყნის დედაქალაქში გაიმართა, პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ფერმერთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

პოლონელი ფერმერები ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის მწვანე შეთანხმებას და ასევე უკრაინაში წარმოებული პროდუქციის იმპორტს, რომელიც ადგილობრივ წარმოებას პრობლემებს უქმნის.

პოლონელი ფერმერების პროტესტის შემდეგ, მათი წარმომადგენლები შეხვდნენ პოლონეთის პარლამენტის სპიკერს.

მოლაპარაკებების მიუხედავად შეთანხმება მიღწეული  არ არის. მიუხედავად დისკუსიისა, ფერმერების სპიკერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მათთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო.

ფერმერების პროტესტი პოლონეთში – AP

უკრაინაში კი უარყოფენ, რომ მათი პროდუქციის ექსპორტი რაიმე სახის პრობლემას უქმნის პოლონურ ბაზარს.

ამავდროულად, პოლონელი ფერმერები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს მანამდე გააგრძელებენ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

28 მარტს ვარშავაში პოლონეთისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხების გარშემო ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend