კატეგორიები

მუსოლინის შვილიშვილს თავს დაესხნენ

მუსოლინის შვილიშვილს თავს დაესხნენ

იტალიელი ევროპარლამენტარი ალესანდრა მუსოლინი, რომელიც დიქტატორ ბენიტო მუსოლინის შვილიშვილია, ამტკიცებს, რომ ორშაბათს საღამოს სტრასბურგში თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ალესანდრა მუსოლინის განცხადებით, თავდასხმის ორგანიზატორი იყო მისივე თანამემამულე, რომელმაც მას რამდენჯერმე დაარტყა. მუსოლინი ამბობს, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მომხდარზე საჩივრის შეტანას არ აპირებს. შეგახსენებთ,რომ ალესანდრა მუსოლინი მემარჯვენე პარტიის “ფორცა იტალია” წევრია, რომელიც იტალიაში არსებული კოალიციური მთავრობის ერთ-ერთი ნაწილია.

Related news
კორტინა დ’ამპეცოში ადგილობრივებსა და სტუმრებს ვაშლის დესერტით უმასპინძლდებიან იტალიაში სტიქიური უბედურების შედეგად ხუთი მოლაშქრე დაიღუპა
სხვა ამბები