მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთის პარლამენტში ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონპროექტის განხილვა დაიწყო

საბერძნეთის პარლამენტში ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონპროექტის განხილვა დაიწყო

ანგელოს მიქაელიდესი, რომელიც ლგბტქ თემის წარმომადგენელია, მარტოხელა მშობელია. მისი ორი ქალიშვილი შეერთებულ შტატებში სუროგატმა დედამ გააჩინა.

53 წლის ექიმი ახლა საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ახლა პარლამენტი ერთნაირსქესიანი წყვილების დაქორწინების კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტმა შეიძლება მიქაელიდისის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.

ერთანაირსქესიანი წყვილი შვილებთან ერთად – Michael Varaklas/Copyright 2024 The AP

„როგორც კი კანონს მიიღებენ, ჩემს შვილებს რეესტრში დავარეგისტრირებ. მათ, როგორც ყველა ბავშვს, ექნებათ სოციალური ნომერი და უფასო სამედიცინო დახმარება. დავმშვიდდები და არ მომიწევს დილიდან საღამომდე მუშაობა, რომ კერძო სკოლებში ორმაგ ფასად ვატარო. ჩემი ქალიშვილები საჯარო სკოლაში სწავლას შეძლებენ“, – ამბობს ანგელოს მიქაელიდისი.

ბერძნული კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვების ყოლა უცნობი მამისგან შესაძლებელია, თუმცა უცნობი დედისგან არა.

ანგელოს მიქაელიდესისთვის და მისი შვილებისთვის სწორედ ეს იყო მთავარი დაბრკოლება. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, კანონპროექტი მრავალწლიან უსამართლობას აღადგენს. საბერძნეთის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვის შვილად აყვანის შესაძლებლობა ექნებათ.

„ბევრი ბავშვია, რომლებიც ორ მამასთან ან ორ დედასთან ერთად იზრდებიან. ისინი ერთად გამოდიან  სასეირნოდ, თამაშობენ კალათბურთს, მიდიან საავადმყოფოში. ამ დროს სახელმწიფო მოდის და მათ ერთ დედას ართმევს. საბუთებიდან იღებს მშობელს და ბავშვებს ეუბნება, რომ მეორე დედა აღა რ ჰყავს. თუმცა ბავშვებმა იციან, რომ მათ მეორე მშობელიც ჰყავთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან სახელმწიფოს პოლიტიკის გამო დედას მშობლის უფლება  აღარ ჩამოართვან“, – ამბობს, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ლინა პაპადოპულუ.

კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ულტრამემარჯვენე პარტიები და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

Yorgos Karahalis/Copyright AP

კანონპროექტის მიღებით საბერძნეთი ევროკავშირში მე-16 ქვეყანა იქნება, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს სამოქალაქო ქორწინების უფლებას მისცემს. ლგბტქ+ თემისთვის ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. მსგავს გადაწყვეტილებას ისინი მრავალი წლის განმავლობაში ელოდნენ. კანონპროექტით დაცული იქნება ერთნაირსქესიანი წყვილების შვილების უფლებები, რომლებიც დღემდე სახელმწიფოს მიერ, ფაქტობრივად, უგულებელყოფილი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend