მთავარიევროპადანიადანიის დედაქალაქში სინათლის ფესტივალი მიმდინარეობს

დანიის დედაქალაქში სინათლის ფესტივალი მიმდინარეობს

კოპენჰაგენის სინათლის ფესტივალის ფარგლებში 50-ზე მეტი ინსტალაცია მოაწყვეს. ორგანიზატორების თქმით, კოპენჰაგენის სინათლის ფესტივალი ევროპაში სხვადასხვა სახის ნათების ყველაზე დიდი გამოფენაა.

ფესტივალზე დაახლოებით 300,000 სტუმარს ელიან. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ღამით განსხვავებული კოპენჰაგენი ნახონ. ორგანიზატორებმა 4-კილომეტრიანი საფეხმავლო და ველობილიკი მოაწყვეს, რომელიც თითქმის ყველა ინსტალაციას მიჰყვება

ინსტალაციები მთელი კოპენჰაგების მასშტაბითაა მოწყობილი. მათ კი ერთი ნამუშევარი, სახელწოდებით „მწვანე სხივი“ აერთიანებს. მწვანე ლაზერი ცაში 3,5 კილომეტრზეა გაშვებული. ხელოვან ოლე სამსე საჯარო სივრცეში სინათლის ხელოვნების წარმოდგენით კმაყოფილია.

„კოპენჰაგენის ფესტივალი შესანიშნავია. ეს ნამდვილად კარგი იდეაა როგორც კოპენჰაგენისთვის, ისე ხელოვნებისთვის. თქვენ ხედავთ კოპენჰაგენს ახალი პერსპექტივით. ყველგან ეს განსხვავებული სინათლე გხვდება. ჩვენ ამ ისტორიულ ნაგებობას სრულიად ახალ განზომილებაში ვხედავთ”, – ამბობს ოლე სამსე.

ოლე სამსე ილუსტრატორ იაკობ ფელინგსთან თანამშრომლობდა ინსტალაციაზე, სახელწოდებით “სიყვარული და ომი”.

„ჩვენს ნამუშევარს „სიყვარული და ომი“ ჰქვია, რადგან ის უკრაინელთა სასიყვარულო ამბებს ეხება. მსურდა, აქცენტი რაღაც განსხვავებულზე გამეკეთებინა, ვიდრე უბრალოდ ახალ ინფორმაციაზე. მინდოდა, ადამიანების ცხოვრებაზე გამემახვილებინა ყურადღება. ომი ნამდვილად რთულია, საშინელებაა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, იმედი უნდა შევინარჩუნოთ. სიყვარულით ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლისთვის ბრძოლა არ ღირს“, – ამბობს დანიის ომის მუზეუმის ილუსტრატორი, იაკობ ფელინგი.

ლამაზი გარემოს შექმნასთან ერთად ფესტივალის მიზანია, ყურადღება გაამახვილოს სოციალურ პრობლემებზე.

ნამუშევრები შექმნილია სხვადასხვა სოციალურ თემაზე, როგორებიცაა გარემოს დაცვა და წყლის დაბინძურება. კოპენჰაგენის სინათლის ფესტივალი კიდევ სამი კვირა გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend