კატეგორიები

La Gazzetta Dello Sport უკვე საქართველოშია

La Gazzetta Dello Sport უკვე საქართველოშია

მსოფლიოს ნომერი პირველი იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა La Gazzetta Dello Sport უკვე საქართველოშია. 2 თვის წინ სპორტული მედიაჰოლდინგი გაზეთის ექსკლუზიური ფრანშიზის მფლობელი გახდა.

მხარეები ამბობენ, რომ ეს რეგიონული მასშტაბის პარტნიორობაა. შეთანხმების ფარგლებში შემდეგი ქვეყანა, სადაც აღნიშნული ბრენდი ოფიციალურად წარდგება, უკრაინა იქნება.

პრეზენტაციას დღეს, 31 იანვარს, ცნობილი სპორტსმენები, მედიის, სპორტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა და გაზეთის დირექტორი ჯანლუკა ვარანო. მათ მედიასთან კომენტარიც გააკეთეს.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები