მთავარიამერიკაკოლუმბიაკოლუმბიაში ტყის ხანძრების ჩასაქრობად საერთაშორისო პარტნიორებს მიმართეს

კოლუმბიაში ტყის ხანძრების ჩასაქრობად საერთაშორისო პარტნიორებს მიმართეს

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის მახლობლად მეხანძრეები ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის კერების რაოდენობა 25-იდან 31-ამდე გაიზარდა. ხანძარი ნელ-ნელა დასახლებულ მუნიციპალიტეტებსაც უახლოვდება, თუმცა ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“წინ რთული კვირები და თვეები გველის. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრობლემას ახლავე გავუმკლავდეთ. თუმცა იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ მომავალში ასეთი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ ან უფრო მომზადებული შევხვდეთ“, – განაცხადა ბოგოტის მერმა, კარლოს ფერნანდო გალანმა.

კოლუმბიის პრეზიდენტის გუსტავო პეტროს განცხადებით, დახმარებისთვის უკვე მიმართეს საერთაშორისო პარტნიორებს.

ჩილემ, აშშ-მ, პერუმ და კანადამ მზადყოფნა გამოთქვეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დახმარებას გაუწევენ ისინი კოლუმბიას.

კოლუმბიის ჰიდროლოგიის, მეტეოროლოგიისა და გარემოსდაცვითი კვლევების ინსტიტუტის ინფორმაციით, ქვეყნის მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად არიან მომზადებული.

თუმცა კოლუმბიის ეროვნული სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, მუნიციპალიტეტების დაახლოებით მესამედს სახანძრო სამსახური არ აქვს.

ხანძრის ჩასაქრობად კოლუმბიის არმიამ 600-ზე მეტი ჯარისკაცი, რამდენიმე თვითმფრინავი და მანქანა გამოყო. პოლიციის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენებით ცდილობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend