კატეგორიები

„აუცილებლად უნდა დავიწყოთ საერთაშორისო გამოძიება“- ზელენსკი თვითმრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე

„აუცილებლად უნდა დავიწყოთ საერთაშორისო გამოძიება“- ზელენსკი თვითმრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე საერთაშორისო გამოძიებას აუცილებლად დაიწყებს.

მოსკოვი კი თვითმფრინავის ჩამოგდებაში კიევს ადანაშაულებს. იქ ამბობენ, რომ ბორტზე მყოფი 74 დაღუპულიდან, 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იყო, რომლებსაც გასაცვლელად გზავნიდნენ.

„ომის მე-700 დღე ძალიან მძიმე გამოდგა. რადგან თვითმფრინავი, სადაც ჩვენი 65 ტყვე იმყოფებოდა, ჩამოვარდა და ყველა მათგანი დაიღუპა.

უმეროვის, ზალუჟნის, შაპტალას, ბუდანოვისა და მალიუკისგან მოვისმინე მოსაზრებები ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და პირველ რიგში, რამაც გამაკვირვა არის ის, რომ მოსკოვი ჩვენ გვადანაშაულებს, მაგრამ ფაქტები ძალიან ბუნდოვანია. ამ თემაზე აუცილებლად უნდა დავიწყოთ საერთაშორისო გამოძიება. ჩვენი დაზვერვის მთავარი სამმართველო ყველა ტყვის ბედს არკვევს. უკრაინის უშიშროების სამსახური იძიებს ყველა საეჭვო გარემოებას. აუცილებელია ყველა ფაქტის დაზუსტება იმის გათვალისწინებით, რომ ავიაკატასტროფა მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე – ჩვენი კონტროლის მიღმა’’,- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დაკავშირებული ამბები
სასტიკი აგრესიის საპასუხოდ, კიევი მოსკოვს მტკივნეულ პასუხს ჰპირდება - ვაშინგტონი ომის დიპლომატიით დასრულებაზე ეჭვობს ევროკავშირმა უკრაინული წარმოების დრონებისა და საბრძოლო მასალისთვის 1,24 მილიარდი ევრო გამოყო
სხვა ამბები